ტყიბულის N7 საჯარო სკოლაში პროექტი „ერთად დავიცვათ გარემო“ განხორციელდა
17-05-2019
ტყიბულის N7 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის საგნის - „მე და საზოგადოება“ პედაგოგმა თეა კობახიძემ მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებთან ერთად, პროექტი „ერთად დავიცვათ გარემო“ განახორციელა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქტივობა მოიცავდა როგორც თეორიული სწავლების კურსს, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.
მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს, ასევე შექმნეს სპეციალური სტენდი , რომელზეც აღწერილია თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს გარემოს დაცვა და ეკოსისტემის დაცვაში წვლილის შეტანა.
პროექტი მიზნად ისახავდა გარემოსდაცვით საკითხებში მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას, ბუნებისადმი სიყვარულის გაღვივებას და სწავლების პროცესში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შექმნას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს