იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალგაზრდულ სამიტში მონაწილეობისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
17-05-2019
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ახალგაზრდული ხელოვნების სამიტში (RIAF Georgia World Youth Art Summit) მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები სამიტში მონაწილეობისთვის სამახსოვრო ნიშნებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
მათ ხელოვნების პედაგოგი ნონა ურუშაძე ხელმძღვანელობდა.