მიიღებენ თუ არა ფულად ჯილდოს კერძო სკოლების საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლები?
20-05-2019

განათლების რეფორმის შემდეგ ეტაპზე, საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ. 

კითხვაზე - გავრცელდება თუ არა აღნიშნული პრივილეგია კერძო სკოლის საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებზე? - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ არა.

„ერთჯერადი ჯილდოს პრივილეგია ვრცელდება მხოლოდ საჯარო სკოლის საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებელზე“, - აცხადებენ სამინისტროში.

იხილეთ ასევე: საპენსიო ასაკის პედაგოგები პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203