წერაქვის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს
17-05-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის, წერაქვის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის მოსწავლეების დაგეგმილმა და განხორციელებულმა აქტივობებმა ანშლაგით ჩაიარა.
მეთორმეტეკლასელებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა კი აღსაზრდელებს საუკეთესო მომავალი უსურვეს.
„მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს ვუსურვებთ წარმატებასა და წინსვლას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.