თბილისის N172 საჯარო სკოლაში შემეცნებით-გასართობი ღონისძიება „ჩემი საქართველო აქ არის“ გაიმართა
17-05-2019
„ჩემი საქართველო აქ არის“ ასეთი სახელწოდების შემეცნებით-გასართობი ღონისძიებით დასრულდა თბილისის N172 საჯარო სკოლაში ორთვიანი პროექტი, რომლის მონაწილეებიც იყვნენ 4ბ და 4გ კლასების მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელები: ნათია ლილუაშვილი და ელნაზი ზაზაშვილი).
ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა წაიკითხეს 6 წიგნი გამოჩენილი ქართველების - ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ერეკლე მეფის, ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, ნახეს მათი ცხოვრების ამსახველი არაერთი ვიდეო, გაეცნენ პორტრეტებს, ძეგლებს, დოკუმენტებსა და ფულის ერთეულებს.
„სწორედ ამ დიდი ქართველების შესახებ ინფორმაციის ფლობაში შეეჯიბრნენ პატარები ერთმანეთს და სტუმრების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს