ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში პროფესიის სწორად არჩევის მნიშვნელობის შესახებ გაფართოებული შეხვედრა გაიმართა
17-05-2019
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში გაფართოებული შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრას პედაგოგი დარეჯან ტუსკაძე ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ - ჟურნალისტი  და სოფლის დეპუტატი ლატავრა ბენდელიანი და ასოცირებული პროფესორი, ისტორიკოსი ჯამბული ქაშიბაძე.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრაზე პროფესიის სწორად არჩევის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე ისაუბრეს პროფესიის სწორად არჩევის მნიშვნელობაზე, რადგან პროფესიის სწორად არჩევის მართებულობაზეა დამოკიდებული პიროვნების ცხოვრებისეული გზა, საკუთარი საქმიანობით კმაყოფილება, წარმატებები კარიერაში. შეხვედრის მონაწილეებმა ამომწურავად გასცეს პასუხები მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203