როკითის საჯარო სკოლაში ღონისძიება „გვახსოვდეს ჩვენი ისტორია“ გაიმართა
17-05-2019
ბაღდათის მუნიციპალიტეტის როკითის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება „გვახსოვდეს ჩვენი ისტორია“ გაიმართა.
ღონისძიების მიმდინარეობისას ახალგაზრდებმა დამსწრე საზოგადოებას 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია გააცნეს, შემდეგ მათ წაიკითხეს ლექსები და ნახეს დოკუმენტური ფილმი ამ თემაზე.
„ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდებს არ დავიწყებოდათ თუ რა გზა გაიარა ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვებისთვის“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.