სკრის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
17-05-2019
გორის მუნიციპალიტეტის, სკრის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, განსაკუთრებით იაქტიურეს მე-5, მე-6 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა. მათ ინტერნეტსა და ბიბლიოთეკაში წინასწარ მოძიებული მასალა კლასის დამრიგებლების დახმარებით გადაამუშავეს საგაზეთო სტატიებად, გააფორმეს და გამოფინეს კედლის გაზეთები. მოსწავლეთა ნამუშევრებმა დიდი ინტერესი გამოიწვია.