შეძლებენ თუ არა ფულადი ჯილდოს აღების შემდეგ საპენსიო ასაკის მასწავლებლები ხელმეორედ დასაქმებას?
17-05-2019

განათლების რეფორმის შემდეგ ეტაპზე, საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ. 

კითხვაზე - შეძლებენ თუ არა ჯილდოს აღების შემდეგ მასწავლებლები ხელმეორედ დასაქმებას? - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ შეძლებენ.

„ცხადია შეძლებენ. მათ მოუწევთ არსებული საკანონმდებლო რეგულაციების თანახმად ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა“, - აცხადებენ მასწავლებლის სახლში.

იხილეთ ასევე: საპენსიო ასაკის პედაგოგები პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203