ველისციხის საჯარო სკოლაში მათემატიკის პედაგოგმა ნონა მენაბდიშვილმა სამოდელო გაკვეთილები ჩაატარა
17-05-2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ველისციხის საჯარო სკოლაში მათემატიკის პედაგოგმა ნონა მენაბდიშვილმა სამოდელო გაკვეთილები ჩაატარა.
პედაგოგმა მე-12 კლასში ინოვაციური სამოდელო გაკვეთილი თემაზე „ლოგიკა და ლოგიკური აზროვნება“ ჩაატარა, ხოლო მე-11 კლასში კი - პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული გაკვეთილი თემაზე „წესიერი რვაკუთხედის გვერდის სიგრძის გამოთვლა“.
„ორივე გაკვეთილი იყო ძალიან საინტერესო, მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის მთელი გაკვეთილის განმავლობაში მუშაობა წარიმართა კეთილგანწყობილად, მოსწავლეები იჩენდნენ ინტერესს და აქტიურობდნენ მთელი გაკვეთილის განმავლობაში, მასწავლებლის მხრიდან წამოსული პოზიტიური განწყობები საკმაოდ რთული საკითხის შესწავლას აიოლებდა და უცხო, მსმენელისთვისაც გასაგებს ხდიდა. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და ნონა მასწავლებელს“ - აღნიშნა სკოლის დირექტორმა, ნანა ნიკოლაშვილმა.
გაკვეთილს შეფასების მიზნით შიდა შეფასების ჯგუფი ესწრებოდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს