საჭამიასერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავეს
17-05-2019
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, საჭამიასერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რაიონული პროექტის - „სპორტი ბარიერების გარეშე“ ფარგლებში გამართულ მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში პირველი ადგილი მოიპოვეს.
მოსწავლეები თასით დაჯილდოვდნენ.
სკოლა აღსაზრდელებს გამარჯვებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.