ხაშურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ტურნირში -„სპორტი ბარიერების გარეშე“ მონაწილეობენ
17-05-2019
ხაშურის N1 საჯარო სკოლა ტურნირში -„სპორტი ბარიერების გარეშე“ მონაწილეობს.

სკოლის ფეხბურთელთა გუნდმა - „პირველები“ ხაშურის მუნიციპალიტეტში პირველი ადგილი, შიდა ქართლის რეგიონში კი მეორე ადგილი დაიკავა.

ჭადრაკში კი შიდა ქართლის რეგიონის გამარჯვებული ხაშურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე დავით ნოზაძე გახდა.

პროექტი მიზნად ისახავს მოზარდებში მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას, თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენებას, სპორტული აქტივობების საშუალებით ხელს უწყობს ახალგაზრდებს და ახალგაზრდულ ცენტრებს ქვეყნის სხვადასხვა
რეგიონიდან, მოახდინონ ჯანსაღი ცხოვრების და აქტიური მოქალაქეობის პოპულარიზაცია საკუთარ თემებში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203