თბილისის N8 საჯარო სკოლა პროექტში - „კინო სკოლაში“ აქტიურად ჩაერთო
16-05-2019
აკაკი კივილაძის სახელობის თბილისის N8 საჯარო სკოლა პროექტში - „კინო სკოლაში“ აქტიურად ჩაერთო.  

პროექტი „კინო სკოლაში“ საქართველოს კინემატოგრეფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობით საქართველოს საჯარო სკოლებში ხორციელდება. პროექტის მიზანია კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით მოზარდებში ანალიტიკური აზროვნებისა და შემოქმედების უნარების განვითარება. პროექტის ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლებში ქართული და უცხოური, დოკუმენტური, ანიმაციური ფილმის ჩვენება-დიკუსია გაიმართა.  ასევე საუკეთესო მოსწავლეები კინოსტუდია - „ქართულ ფილმს“ და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს სტუმრობდნენ.

თბილისის N8 საჯარო სკოლაც აქტიურად ჩაერთო ამ მეტად საინტერესო პროექტში და 1-ელი მაისიდან კვირის ყოველი პარასკევი, გაკვეთილების შემდეგ, კინემატოგრეფიის ცენტრის უზრუნველყოფითა და გადამზადებული კინოსპეციალისტების ხელმძღვანელობით, სკოლის სააქტო დარბაზი კინოჩვენებას ეთმობა. 

ამ აქტივობის დროს მოსწავლეები კინემატოგრაფიის შესახებ საბაზისო ცოდნას იღებენ და სპეციალურად შერჩეულ ქართულ და უცხოურ კინოფილმებს უყურებენ, რასაც თან ახლავს დისკუსიის პროცესი. 

2019 წლის გაზაფხულის სეზონზე პროექტი - „კინო სკოლაში“ 6 კვრის მანძილზე (1-ელი მაისიდან 15 ვნისის ჩათვლით) გაგრძლდება და მოიცავს 6 აქტივობას უფროსკლასელებისთვის (VIII-IX კლ) და 4 აქტივობას უმცროსკლასელებისთვის (III-VII კლ).

ფილმების ხელმისაწვდომობას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203