თბილისის N76 საჯარო სკოლის მოსწავლეები კვლევაში მონაწილეობდნენ
16-05-2019
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა თბილისის N76 საჯარო სკოლის მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეების მონაწილეობით კვლევა ჩაატარა.
კვლევის მიზანი იყო მოზარდთა დამოკიდებულებების, მიდგომებისა და შეხედულებების შეფასება თამბაქოს, ალკოჰოლისა და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების მიმართ.
„კვლევაში ჩაერთნენ ის მოზარდები, რომელთა მშობლებმა სურვილი გამოთქვეს კვლევაში მონაწილეობაზე სპეციალურად შემუშავებული თანხმობის ფორმებით. კითხვარები იყო ანონიმური“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.