ოქტომბრის საჯარო სკოლაში ზურაბ გორგილაძის 82 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო ჩატარდა
16-05-2019
ქედის მუნიციპალიტეტის, ოქტომბრის საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბის ეგიდით ზურაბ გორგილაძის 82 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მიზანი იყო ადგილობრივი პოეტის შემოქმედების პოპულარიზაცია. მოსწავლეები ღონისძიების მომზადებისას პოეტის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას გაეცნენ, ჩასწვდნენ მისი ლექსების არსს და მოამზადეს პოეზიის საღამო, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ზურაბ გორგილაძის შემოქმედება.

ღონისძიებას მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203