ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „გვირილობა“ აღნიშნეს 
16-05-2019
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის IIIგ და IIIდ კლასის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელები: სოფიკო კუხიანიძე და ანა ჯანელიძე) „გვირილობა“ აღნიშნეს. 

IIIდ კლასის მოსწავლეებმა სკოლის დერეფანში მოაწყვეს „ძველი და ახალი ქუთაისის“ ფოტოგამოფენა და სკოლის დირექციის წარმომადგენლებსა და პედაგოგებს მათივე ხელით შექმნილი გვირილების გულსაბნევები დააბნიეს. 

ასევე, ორივე კლასის მოსწავლეები ქალაქის ცენტრალურ ბაღში სიმბოლურად გამვლელ-გამომვლელებს გვირილებით ასაჩუქრებდნენ.

ქუთაისი 2 მაისს „გვირილობის“ დღესასწაულს აღნიშნავს. ქუთაისში „გვირილობა“ მე-20 საუკუნის დასაწყისში დამკვიდრებული საქველმოქმედო დღესასწაულია, რომელიც გიმნაზიელი გოგონას ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას უკავშირდება. გოგონებმა გვირილების გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ ტუპერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. მომდევნო წლებში “გვირილობას“ ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად იქცა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203