რცხმელურის საჯარო სკოლაში ბიოლოგიაში სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა
16-05-2019
ლენტეხის მუნიციპალიტეტის, რცხმელურის საჯარო სკოლის მე-9 კლასში ბიოლოგიის მასწავლებელმა ამალია გვიდიანმა სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა.

გაკვეთილის თემა იყო - ნიადაგი და მისი სტრუქტურა.

მოსწავლეებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რითაც დაადგინეს ნიადაგში ჰაერის, წყლის, თიხის, ქვიშისა და მინერალური მარილების არსებობა.

„ექსპერიმენტი ძალიან საინტერესო და სახალისო იყო და მოსწავლეებიც კმაყოფილები დარჩნენ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203