ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეები ბათუმში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
16-05-2019
ქედის მუნიციპალიტეტის, ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეები (მე-4-დან მე-9 კლასის ჩათვლით) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელ მზია ხალვაშისა და კლასის ხელმძღვანელ ასმათ ბერიძის ორგანიზებით, ბათუმში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი „ბორჯღალო“ დაათვალიერეს, სადაც აჭარისთვის დამახასიათებელ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას და ტრადიციებს და ხეზე კვეთის უნიკალურ ნიმუშებს გაეცნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის. მუზეუმში ნახეს სხვადასხვა სამარხებიდან მოპოვებული ნივთები.
მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც გაეცნენ აჭარისათვის დამახასიათებელ ფლორას, ფაუნას, ეთნოგრაფიას და არქეოლოგიას.
ბოლოს მოინახულეს მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი, სადაც გაერთნენ ატრაქციონებით ასევე ნახეს ბათუმის ზოოპარკი და დღის ბოლოს სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სახლში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს