ვალეს N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ
16-05-2019
„განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების 69 წარჩინებული მოსწავლე, 50 ოქროსა და 19 ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.
წარჩინებულ მოსწავლეთა მედლებით დაჯილდოვების ღონისძიება ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
საზეიმო ღონისძიებას სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები, საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები, წარჩინებული კურსდამთავრებულები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
წარჩინებულ ახალგაზრდებს მედლები და სერტიფიკატები გადასცეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ, სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ორჯონიკიძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა თამარაშვილმა და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ხმალაძემ.
წარჩინებულ მოსწავლეებს შორის იყვნენ ვალეს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც: ნინო გიორგაძე, ნინო მანველიშვილი და ქეთევან პაპიძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს