დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში გეოგრაფიის კაბინეტი განახლდა
16-05-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში გეოგრაფიის კაბინეტი განახლდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებისგან წამოსული ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა აქტივობები, რომელიც აკადემიური მიზნებისაკენ არის მიმართული, მასწავლებლებმა გაინაწილეს პასუხისმგებლობები, შეიძინეს და მოიძიეს გეოგრაფიის გაკვეთილისთვის რესურსები.

„მოსწავლეებმა მოიძიეს საინტერესო ინფორმაციები საქართველოს სხვადასხვა კუთხის შესახებ, პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს საქართველოს კუთხეები გეოგრაფიულ-ისტორიულ- კულტურული კუთხით. საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, იმედი გვაქვს მომავალში უკეთესად წარმოაჩენენ თავიანთ შესაძლებლობებს“,- აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.

გეოგრაფიას სკოლის აღსაზრდელებს პედაგოგი მანანა ჩოგაძე ასწავლის. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203