დვაბზუს საჯარო სკოლაში თემაზე „მოგზაურობა აფრიკაში“ სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
16-05-2019
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დვაბზუს საჯარო სკოლაში თემაზე „მოგზაურობა აფრიკაში“ სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა (ინტეგრირებული საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა - მასწავლებელი: ნათელა ღლონტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - მასწავლებელი: ზაირა გურაშვილი).
„გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეთა მხრიდან იყო მაღალი ჩართულობა. მოსწავლეეები მომზადებული რესურსით ჩაწვდნენ ნაწარმოების მხატვრულ სახეს, გაიაზრეს გმირის სულიერი ტრაგედია, განახორციელეს საბუნებისმეტყველო საგნებში მიღებული ცოდნის ტრანსფერი ქართულ ლიტერატურაში“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
გაკვეთილს აფხაზეთის ომის მონაწილე მიხეილ ღლონტი ესწრებოდა.