დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს მასწავლებელთა გამოცდებში მონაწილეობის უფლება აქვთ - Naec-ის განმარტება
09-07-2019

დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს მასწავლებლის კომპეტენციის გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვთ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ Etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მასწავლებლის კომპეტენციის გამოცდაზე რეგისტრაციის დროს არ ხდება სტატუსის გადამოწმება.

მიუხედავად იმისა, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ მიმდინარე წლის 14 მაისს კითხვაზე: აქვთ თუ არა დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს გამოცდაზე გასვლის უფლება? - განაცხადა, რომ ზაფხულის გამოცდაზე გავლენ ისინი, ვისაც დიპლომი აქვს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ საბოლოო შეთანხმების შედეგად, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს გამოცდაზე გასვლა შეუძლიათ, თუმცა შემდგომ მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონა აუცილებელია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცენტრის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ რეგისტრაციის დროს არ ხდება სტატუსის გადამოწმება. შესაბამისად, ტესტირებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვს დამამთავრებელი კურსის სტუდენტსაც, თუმცა შედეგების გამოყენებას მასწავლებლობის საქმიანობის დასაწყებად მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, როდესაც კვალიფიკაციას მოიპოვებს და შესაბამის პროცედურებს გაივლის“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოცდაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ:

  • მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებლებს;
  • პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის, მაგისტრისა და/ან მათთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს, ასევე მათაც, ვისაც  აქვთ სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება;
  • მასწავლებლობის მსურველებს, რომლებსაც დიპლომის საფუძველზე აქვთ მასწავლებლობის უფლება. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203