კერძო სკოლა „მილენიუმში“ პედაგოგ მაია თევდორაშვილის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
16-05-2019
რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმში“ ხელოვნების კვირეულის ფარგლებში პედაგოგ მაია თევდორაშვილის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგის ხელნაკეთ ნივთებს რუსთაველი საზოგადოება კარგად იცნობს, ახლა კი სკოლის აღსაზრდელებს აქვთ მაია თევდორაშვილის ნამუშევრების დათვალიერების შესაძლებლობა. 

„ჩვენი მასწავლებლის ხელნაკეთ ნივთებს უკვე კარგად იცნობს რუსთაველი საზოგადოება, კაფე „ასკილსა“ და თეატრის ფოიეში უკვე მოეწყო საქველმოქმედო აქცია-გამოფენები, დღეს ჩვენი მოსწავლეები ტკბებიან ქალბატონი მაიას შემოქმედებით. გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს კოლეგას!“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203