როკითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აუტიზმის შესახებ ღონისძიება გამართეს
16-05-2019
ბაღდათის მუნიციპალიტეტის როკითის საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ღონისძიება ჩატარდა.
მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სკოლაში 2 აპრილი, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს.
„ამ დღის მიზანია გაიზარდოს აუტიზმის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებულობა და უზრუნველყონ აუტიზმის მქონე ადამიანების უფლებების რეალიზება. დახმარება უკეთესი მომავლის შექმნაში, დასაქმება, განათლების ხელშეწყობა და უკეთესი ცხოვრების პირობები, რაც ასე სჭირდებათ მათ. ამ პირობების შექმნა კი საზოგადოების დიდი აქტიურობით და მონაწილეობითაა შესაძლებელი“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მოსწავლეებმა ჩაატარეს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სემინარი აუტიზმის სპექტრის შესახებ, ისაუბრეს და განმარტეს, თუ რა არის აუტიზმის სპექტრი, გაეცნენ საინტერესო ინფორმაციას აუტიზმზე, ასევე, მოიძიეს ინფორმაცია ამა თუ იმ ქვეყანაში შექმნილ აუტიზმის სპექტრის პროგრამებზე და დაინტერესდნენ, არის თუ არა მსგავსი პროგრამები საქართველოში.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატი და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს