სავანის საჯარო სკოლის მოსწავლემ გვანცა ლაბუჩიძემ მოსწავლეთა 73-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში გაიმარჯვა
16-05-2019
საჩხერის მუნიციპალიტეტის, სავანის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ გვანცა ლაბუჩიძემ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეთა 73-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში ღირსეული გამარჯვება მოიპოვა.
სკოლის აღსაზრდელის ხელმძღვანელი პედაგოგი ნატო ზეინკლიშვილია.
სკოლის აღსაზრდელმა კონფერენციაზე თემა - ,,მოდი, ნახე მოდინახე" წარადგინა და ყველაზე მაღალი აკადემიური მაჩვენებლის I ადგილის მფლობელი გახდა.
გვანცა ლაბუჩიძე სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდა.