წყალფორეთის საჯარო სკოლაში პროექტის „მოგზაურობა ოქროს ხანის საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა 
16-05-2019
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წყალფორეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის „მოგზაურობა ოქროს ხანის საქართველოში“ პრეზენტაცია წარმოადგინეს (ისტორიის პედაგოგი: ლეილა არევაძე). 

„თვალს ახარებდა ლამაზად მორთული „სამეფო დარბაზი“ მომხიბლავი თამარ დედოფალი და ფორმებში გამოწყობილი ჭკვიანი უხუცესები. დარბაზი ბჭობდა ყუთლუ ასლანის „ისნის კარავის“ გამო. გონიერმა დედოფალმა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო და მეამბოხენი შეიწყალა, ხოლო მემატიანემ თამარის ეპოქა მიმოიხილა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

პროექტის ფარგლებში საინტერესო სლაიდ-შოუ მოამზადა ისტ-ის პედაგოგმა ნათია ტაბატაძემ, ხოლო მოსწავლეებმა კი წარმოადგინეს სასწავლო რესურსებისა და რეფერატების პრეზენტაციები.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203