ცხუნკურის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა ღონისძიება - „მე ვიცავ საგზაო წესებს!“ ჩაატარა
16-05-2019
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, ცხუნკურის N1 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბმა - „სტალაქტიდა“ ღონისძიება - „მე ვიცავ საგზაო წესებს!“ ჩაატარა.
კლუბის ხელმძღვანელმა გალაქტიონ სვანიძემ მოსწავლეებს საგზაო წესების დაცვის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააცნო. ასევე გაიმართა იმ ინტერნეტსაიტების პრეზენტაცია, რომლებიც მოქალაქეებს საგზაო წესების შესწავლაში ეხმარებიან.