წეროვნის N3 საჯარო სკოლაში პროფესორმა სოსო ცოტნიაშვილმა თემაზე - „რა არის მათემატიკური აზროვნების წესი“ საჯარო ლექცია ჩაატარა
16-05-2019
მცხეთის მუნიციპალიტეტის, წეროვნის N3 საჯარო სკოლაში, სადაც ათასზე მეტი დევნილი სწავლობს, სკოლის მეგობარმა, პროფესორმა სოსო ცოტნიაშვილმა თემაზე - „რა არის მათემატიკური აზროვნების წესი“ საჯარო ლექცია ჩაატარა.
ლექციას 50- ზე მეტი უფროსკლასელი მოსწავლე, ასევე მათემატიკის მასწავლებლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ლექცია ინტერაქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა და დაინტერესებული მოსწავლეებისთვის ბევრი სიახლის გაგების კიდევ ერთ კარგ საშუალებად იქცა.