გორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე თიკა ტერაშვილმა აზერბაიჯანის ტაიკვანდოს ღია ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა
16-05-2019
თიკა ტერაშვილი ნიკოლოზ კეცხოველის სახელობის გორის N1 საჯარო სკოლის VIII ბ კლასის მოსწავლეა (კლასის ხელმძღვანელი: ქეთევან ალხაზიშვილი). 

ერთი შეხედვით ეს ნაზი და მოხდენილი გოგონა 2018 წლიდან საქართველოს ტაიკვანდოს ღია ეროვნული ჩემპიონატის მრავალგზის,  შიდა ქართლის ტაიკვანდოს ღია ჩემპიონატის, თბილისის ღია ჩემპიონატის, გორის სასპორტო სკოლის პირველობის, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის A კატეგორიის პირველი ადგილის ჩემპიონია. სულ ახლახანს, თიკა აზერბაიჯანის ტაიკვანდოს ღია ჩემპიონატზე მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

გორის N1 საჯარო სკოლა ულოცავს თიკას მიღწეულ გამარჯვებას და უსურვებს მსოფლიო სპორტული მწვერვალების დაპყრობას.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203