ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხევის საჯარო სკოლის მოსწავლემ ხატვის კონკურსში გაიმარჯვა 
16-05-2019
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხევის საჯარო სკოლის მოსწავლეები არასამთავრობო ორგანიზაცია „დრიმ სამიტის“ ორგანიზებულ ხატვის კონკურსში მონაწილეობდნენ. 

კონკურსის თემატიკა შეზღუდული არ იყო და მასში აქტიურად ჩაერთნენ სკოლის მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები: თორნიკე ანთიძე, დავით შეწირული, ანა ანთიძე, ვასიკო მამალაძე, ნუგზარ მამალაძე და რიმა მეფარიშვილი. 

კონკურსის შედეგად გამარჯვება მოიპოვა მე-7 კლასის მოსწავლე რიმა მეფარიშვილმა (პედაგოგი: ლალი მამალაძე).

„პედაგოგი და მოსწავლე მიწვეული იყვნენ თბილისში ქართული ხელოვნების მუზეუმში, სადაც გაიმართა ფესტივალი და რიმა მეფარიშვილი დაჯილდოვდა სიგელით. სიგელები ერგოთ მონაწილე მოსწავლეებსაც. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203