მზრუნველი პრეზენტაცია ეშტიის N2 საჯარო სკოლაში - ოჯახები საგანმანათლებლო ინოვაციებს უერთდებიან
16-05-2019
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის N2 საჯარო სკოლაში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას სკოლის ლიდერი დირექტორი ლალაზარ აროიანი უძღვებოდა, რომელმაც მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს Izrune.ge-ს მთავარი მიზანი- ოჯახის, ბავშვისა და სკოლის გაერთიანება, მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება და სახელმწიფო ენის სწავლის ხელშეწყობა, გააცნო.

აუდიტორია პორტალის შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი მიდგომებით მოხიბლული დარჩა. მშობელთა შეფასებით, Izrune.ge მათი შვილების მრავალმხრივი უნარის განვითარებასა და საზოგადოებაში წარმატებულ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს, მასწავლებლების თქმით კი, პორტალი სასკოლო ცხოვრებას უფრო ერთიანს, აქტიურსა და საინტერესოს გახდის.

მოსწავლეებს მზრუნველი კითხვები, ფერადი ანიმაცია და წამახალისებელი შეძახილი ძალიან მოეწონათ და ახლა ერთი სული აქვთ, როდის გაივლიან ტესტებს და საქართველოს წარმატებულ მოსწავლეებსა და კლასებს შეუერთდებიან.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203