წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქუთაისის ხელოვნების გალერეას ესტუმრნენ 
16-05-2019
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის ხელოვნების გალერეას ესტუმრნენ. 

მოსწავლეებს ხელოვნების პედაგოგმა ინგა გრძელიძემ დავით კაკაბაძის და სხვა სახელოვანი ქართველი მხატვრების რეპროდუქციები დაათვალიერებინა.

მასწავლებელმა მაღალპროფესიულ დონეზე მიაწოდა მოსწავლეებს ყველა სურათის შესახებ ინფორმაცია.

„მოსწავლეებმა ხელოვნების დარგის ამ სფეროსადმი მაღალი ცოდნა გამოამჟღავნეს, რაც უდავოდ მათი პედაგოგის, ინგას დამსახურებაა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203