ორგორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სონიკო ბადაგაძემ და გიორგი ზაქაიძემ საჭადრაკო ოლიმპიადაში გაიმარჯვეს
16-05-2019
ასპინძის მუნიციპალიტეტის, ორგორის საჯარო სკოლის V-VI კლასის მოსწავლეებმა - სონიკო ბადაგაძემ და გიორგი ზაქაიძემ ასპინძაში გამართულ საჭადრაკო ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს.
სკოლის აღსაზრდელებმა საჭადრაკო ოლიმპიადაში პირველობა არავის დაუთმეს და ამ ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.
მოსწავლეების წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის ამავე სკოლის სპორტის პედაგოგს შოთა ბერიძეს.
სკოლა სონიკო ბადაგაძეს და გიორგი ზაქაიძეს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
„ორგორის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედკოლექტივი ვულოცავთ გამარჯვებას, ვუსურვებთ წინსვლას და წარმატებებს შემდეგ ტურში“, - ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს