გოგოლესუბნის საჯარო სკოლას სკოლის კურსდამთავრებული ნათია შათირიშვილი ესტუმრა
15-05-2019
გოგოლესუბნის საჯარო სკოლას სოფლის ადგილობრივ თვითმმართველობასთან და სოფლის დეპუტატთან ერთად სტუმრობდა სკოლის კურსდამთავრებული ევროპული განათლების აკადემია „ბიდისის“, კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემიის დამფუძნებელი დირექტორი ნათია შათირიშვილი.
სტუმარმა სკოლის ყველა წარჩინებულ მოსწავლეს გადასცა „ბიდისის“ საპატიო სიგელები, 2018-19 სასწ. წლის გამოსაშვები კლასის ყველა მოსწავლეს „ბიდისის“ უფასო სწავლების ვაუჩერი, ასევე, დაუფინანსა მათ სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია.
„ქალბატონი ნათია შათირიშვილი ესაუბრა მოსწავლეებს მისი საქმიანობის და მიღწევების შესახებ, სითბოთი და პატივისცემით გაიხსენა ყველა პედაგოგი, ბატონ ჯემალ მამარდაშვილს გადაეცა ევროპული განათლების აკადემიის „ბიდისის“ საპატიო პროფესორის ტიტული, ქალბატონ მაია გოგიბერიძეს საპატიო სიგელი სკოლის წარმატებული ხელმძღვანელობისთვის. სკოლის ადმინისტრაცია, ყველა პედაგოგი და განსაკუთრებით მოსწავლეები უღრმეს მადლობას ვუხდით ქალბატონ ნათია შათირიშვილს და ვუსურვებთ მას შემდგომ წარმატებებს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს