ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ესტუმრნენ
15-05-2019
ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები პროფესიული ორიენტაციის პროგრამის ფარგლებში ( პედაგოგი ლელა ბრეგაძე) კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ესტუმრნენ. 

ლიცეუმის პრეზენტაცია სტუმრებს  მესამე სასწავლო კურსის კადეტებმა ანი სილაგაძემ და ნუგზარ ქვარიანმა წარუდგინეს.

მოსწავლეები გაეცნენ ლიცეუმში მიღების, ცხოვრებისა და სწავლების პირობებს, მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია
მათთვის საინტერესო კითხვებზე.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203