თბილისის N177 საჯარო სკოლაში პროექტი - ,,კინო სკოლაში“ ხორციელდება
15-05-2019
თბილისის N177 საჯარო სკოლაში პროექტი - ,,კინო სკოლაში“ დაიწყო.
პროექტის ფარგლებში სკოლაში დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის 2 ფილმის ჩვენება გაიმართა. ფილმის ჩვენებას დისკუსია მოჰყვა. ასევე, მოსწავლეები ფილმებთან დაკავშირებით პატარა რეცენზიებს აკეთებენ და პრეზენტაციებს ამზადებენ.
პროექტს „კინო სკოლაში“ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ახორციელებს. მისი მიზანია კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით მოზარდებში ანალიტიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს