ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მადლიერების სახლს ესტუმრნენ
15-05-2019
წმინდა მეფე თამარის ხსენების დღის აღსანიშნავად, ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საჩუქრებითა და ტკბილეულით, ხონის მუნიციპალიტეტის მადლიერების სახლს ესტუმრნენ.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და მასპინძლებთან ერთად იმხიარულეს.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ ანანო მოგელაძის ხელმძღვანელობით.