სილაურის საჯარო სკოლაში აპრილის მნიშვნელოვანი თარიღები საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიებებით აღნიშნეს
15-05-2019
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის,  სილაურის საჯარო სკოლაში აპრილის თვის ღონისძიებები პირველი აპრილიდან დაიწყო.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, დირექციიდან სკოლის მოსწავლეებს და მათ დამრიგებლებს მიეცათ მიმართულება ღონისძიებების დაგეგმვისა და ჩატარების შესახებ, რომელსაც თავი შესანიშნავად გაართვეს და სასკოლო საზოგადოებას საინტერესო და შთამბეჭდავი აპრილის თვე აჩუქეს.

9 აპრილთან დაკავშირებით მოსწავლეებმა საგამოფენო სტენდი მოაწყვეს, გაიმართა ფილმის ჩვენება, ბავშვებმა წერილობით გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება გმირების მიმართ.

12 აპრილს მერვე კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის ნანა მეგრელიშვილის ხელმძღვანელობით, მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილე აღნიშნეს. მოსწავლეებმა პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს და მისი ლექები წაიკითხეს. სკოლის აღსაზრდელებმა ასევე ღონისძიება გაამრავალფეროვნეს ხალხური სიმღერებით. 

დედა ენის დღეს კი სკოლაში ღონისძიება - „ო, ენავ ჩემო“ მიუძღვნეს. ღონისძიებაში I-IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სკოლის აღსაზრდელებმა დამსწრე საზოგადოებას დედა ენის შესახებ შექმნილი ლექსები, სიმღერები, ნახატები და  შეხედულებები წარუდგინეს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყვნენ მეოთხეკლასელები.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203