ჟდანოვის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის შესახებ ღონისძიება გაიმართა
15-05-2019
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ჟდანოვის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის შესახებ ღონისძიება „მე ერთი ყლორტი ვარ 1915-ის“ გაიმართა.
ღონისძიებას ისტორიის მასწავლებელი ნაირა მარიკიანი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა სომეხი ერის ისტორიის ყველაზე მტკივნეული და მძიმე პერიოდი გაიხსენეს და გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
„მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1915 წელს დატრიალებული ტრაგედია და ის გადატანილი საშინელი წელი. ემოციების დიდი ტალღა იყო, მოსწავლეებმა წაიკთხეს ლექსები, იმღერეს, რამაც დამსწრე საზოგადოებას ცრემლებიც კი მოჰგვარა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს