პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
15-05-2019

მიმდინარე წლის 15 მაისს, 09:00 საათიდან პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამებზე ​ ​აპლიკანტთა რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია ვებ-გვერდზე - www.vet.emis.ge ხორციელდება.

პირველ ეტაპზე, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებს განახორციელებენ საგანმანათლებლო დაწესებულებები, სახელმწიფოს დაფინანსებით, სამშენებლო და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. 

თბილისში, აჭარაში და სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებულ სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროგრამები განხორციელდება კერძო სექტორთან თანამშრომლობით. ამ ეტაპზე პროგრამების განხორციელებაში ჩართულები არიან: შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისი", სამშენებლო კომპანია „შპს ანაგი", „შპს რუსთავის ფოლადი“, „სს ნიკორა ტრეიდი“, „შპს მადაგონი 2“ ,,შპს ორბი ჯგუფი ბათუმი", ,,შპს დს კონსტრაქშენ", „შპს ბი აი ემ ჯი“ და სხვა. კოლეჯები 400-მდე მსურველს მიიღებენ.

პროგრამებზე დაშვების წინაპირობები და სხვა დამატებითი, დეტალური ინფორმაციის მიიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.vet.emis.ge. აღნიშნულ ელექტრონულ პლატფორმაზე, მუდმივად განთავსდება ინფორმაცია ახალი პროგრამების და მათზე რეგისტრაციის ვადების შესახებ.

პროგრამების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერთიფიკატს მიიღებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203