საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო - იხილეთ ბაღების ჩამონათვალი და პროცედურები
15-05-2019
რეგისტრაცია საზაფხულო ბაღებში მიმდინარე წლის 15 მაისს, 12:00 საათიდან დაიწყო. ივლისის თვეში დედაქალაქში 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს, სადაც ამ სერვისით სარგებლობის საშუალება 13 000 აღსაზრდელს ექნება.

აღსანიშნავია, რომ საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 2-დან 6 წლამდე ნებისმიერ ბავშვს შეეძლება.

პროცესი ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.kids.org.ge წარიმართება. რეგისტრაციის დაწყების დღეს, ვებ-გვერდზე იმუშავებს მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა, სადაც სავალდებულო იქნება კონკრეტული ველების შევსება რაიონის, საბავშვო ბაღის, ჯგუფის, ასევე, აღსაზრდელისა და მშობლის პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. რეგისტრაცია ადგილების შევსებამდე გაგრძელდება.

საზაფხულო ბაღები რაიონების მიხედვით შემდეგ სკოლამდელ დაწესებულებებში იფუნქციონირებს:

გლდანის რაიონი - N153, N48 N205, N216, N186
დიდუბის რაიონი - N11, N92, N23, N15.
ვაკის რაიონი - N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“.
ისნის რაიონი -N202 , N29, N66, N215, N182.
კრწანისის რაიონი -N51, N206.
მთაწმინდის რაიონი - N3, N152, N162
ნაძალადევის რაიონი - N9, N79, N60, N143, N80.
საბურთალოს რაიონი - N197, N74, N112.
სამგორის რაიონი - N128, N12, N210, N45. N196, N72
ჩუღურეთის რაიონი - N34, N5.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...