რცხმელურის საჯარო სკოლაში შიდა სასკოლო კონკურსი თემაზე „ადამიანი და გარემო“ ჩატარდა
14-05-2019
ლენტეხის მუნიციპალიტეტის რცხმელურის საჯარო სკოლაში X კლასის მოსწავლეების: თამარ მეშველიანისა და სალომე ტვილდიანის ინიციატივით შიდა სასკოლო კონკურსი თემაზე „ადამიანი და გარემო“ ჩატარდა.
კონკურსში IX-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მათ დაცული ტერიტორიების შესახებ უპასუხეს კითხვებს.
კონკურსში XII კლასის მოსწავლე გიორგი ტვილდიანმა გაიმარჯვა და სერტიფიკატით დაჯილდოვდა.