მეღვრეკისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი პროექტში - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ მონაწილეობდა
14-05-2019
გორის მუნიციპალიტეტის, მეღვრეკისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი საქართველოს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ წელს მეორედ მონაწილეობდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ისტორიის პედაგოგების - თამარ ქებაძისა და ლია მაზმიშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლეები საფუძვლიანად გაეცნენ ისტორიულ მასალას პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ.

„კონკურსი თბილისში გაიმართა, მოსწავლეებმა დიდი გამოცდილება მიიღეს. დიდი მადლობა პედაგოგებსა და მოსწავლეებს ასეთი აქტიურობისათვის! მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას გისურვებთ!“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203