დმანისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ნაგიევმა სპრინტში 60 მეტრ დისტანციაზე პირველი ადგილი დაიკავა
14-05-2019
დმანისის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ.
დმანისში პროექტის „სპორტი ბარიერების გარეშე“ ფარგლებში რეგიონალური პირველობა გაიმართა სპრინტში 60 მეტრ დისტანციაზე, სადაც ერთმანეთს ქვემო ქართლში მცხოვრები ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ.
შეჯიბრში პირველი ადგილი ვაჟებს შორის დაიკავა დმანისის N3 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე გიორგი ნაგიევმა.