ბოლაჯურის საჯარო სკოლაში ღონისძიება „ჩვენ და ვეფხისტყაოსანი“ გაიმართა 
14-05-2019
ადიგენის მუნიციპალიტეტის ბოლაჯურის საჯარო სკოლაში 14 მაისი, თამარობა აღნიშნეს. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება „ჩვენ და ვეფხისტყაოსანი“ ჩატარდა. 

ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათელა სარიშვილი ხელმძღვანელობდა. 

„850 წელი აშორებს „ვეფხისტყაოსნის“ ავტორს ჩვენგან. დროის ამ მანძილმა ბევრი რამ უჩინოდ აქცია, მაგრამ საუკუნეების სიღრმეებიდან ისმის დღესაც დიდი შოთას ხმა. XII საუკუნის ორი გენიალური პიროვნება - პოეზიაში შოთა და სახელმწიფო პოლიტიკაში - თამარი დღესაც იწვევს აღტაცებას და მოწიწებას“ - აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203