ხავეთის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
14-05-2019
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ხავეთის საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა, რომელიც ოსმალთა მიერ 1915 წლის 24 აპრილს სომეხი ერის გენოციდის დღეს ეხებოდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ლექსები წარმოთქვეს, სიმღერები შეასრულეს და გენოციდის მსხვერპლთა სხოვნას პატივი მიაგეს.
„მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები, სიმღერები და პატივი მიაგეს თანამემამულეების ხსოვნას. შემდეგ პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად მოსწავლეებმა აანთეს სანთლები სოფელ ხავეთის ტერიტორიაზე არსებულ ძეგლზე, რომელსაც ეწოდება „ხაჩქარ“ და მილიონნახევარი თანამემამულე გაიხსენეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
24 აპრილს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური სომხები ოსმალურ იმპერიაში 1915-23 წლებში მომხდარ სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა დღეს აღნიშნავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს