რა ცვლილებები განხორციელდება მასწავლებელთა მოქმედ სქემაში 2019 წელს - ირინა აბულაძე დეტალებზე
14-05-2019

2019 წელს მასწავლებელთა სქემაში 3 ცვლილება შევა. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტრომ მთავრობას უკვე გადაუგზავნა ინიციატივები, რომელიც მასწავლებელთა მოქმედ სქემაში 2019 წელსვე აისახება.

აბულაძის განმარტებით, 2019 წელს სავალდებულო აღარ იქნება მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარი; ასევე, მასწავლებლებს, რომლებიც მოიპოვებენ უფროსის თუ წამყვანის სტატუსს, აღარ დაემუქრებათ ჩამოქვეითება და ეს სტატუსი შენარჩუნებული ექნება; და ბოლოს, თუ აქამდე პრაქტიკოს მასწავლებელს ეკრძალებოდა 5 კრედიტქულაზე მეტი დაეგროვებინათ ტრენინგებით ან სხვა აქტივობებით, მთავრობის დადგენილების შემდგომ ეს შეზღუდვა მოეხსნებათ.

მასწავლებლების პროფესიულ სქემაში შესატანი ცვლილებები ძალაში მთავრობის დადგენილების შემდგომ შევა და მიმდინარე წელს ამოქმედდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203