დიდი პამაჯის საჯარო სკოლაში შემოქმედებითი კონკურსი გაიმართა
14-05-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის, დიდი პამაჯის საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგმა შემოქმედებითი კონკურსი მოაწყო.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონკურის მონაწილე მოსწავლეებმა შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს - წარმოადგინეს ხელნაკეთი ნივთები და წინასწარ მომზადებული ნაციონალური და სამეჯლისო ცეკვები.
„ღონისძიებამ მხიარულ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.