შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პედაგოგებს კონსულტაციებს სთავაზობს
22-05-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში დარეგისტრირებულ აპლიკანტებს კონსულტაციების გავლას სთავაზობს.

ყოველ ოთხშაბათს, 16:00 საათიდან 18:00 საათამდე მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ. კონსულტაციები შეეხება რეგისტრაციის პროცესსა და საგამოცდო პროცედურებს.

„2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისათვის რეგისტრაცია გამარტივებული ფორმატით მხოლოდ ელექტრონულად მიმდინარეობს ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge. მასწავლებლობის მსურველებს აღარ მოუწევთ პარალელური რეგისტრაციის გავლა, რომელიც საგანმანათლებლო რესურსცენტრებში პირადობისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენას გულისხმობდა. მონაწილე დარეგისტრირებულად ითვლება, თუ მას სარეგისტრაციო გვერდზე გამოუჩნდება შეტყობინება: „თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია. შეგიძლიათ ამობეჭდოთ თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი. რეგისტრაცია 13 მაისიდან დაიწყო და 24 მაისს 18:00 საათზე დასრულდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ: მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203