სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ელისო ხოზრევანიძემ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე გაიმარჯვა 
14-05-2019
მოსწავლეთა 73-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციაზე, ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა, დიპლომით დაჯილდოვდა და „პოეტური ალღოს“ ნომინაციის გამარჯვებული გახდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სალიბაურის N2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ელისო ხოზრევანიძე. 

„მინიატურებში „დღე და მზე ერთად ავკრიფე“ სულიერი სიფაქიზით გამორჩეული გოგონა გადმოგვცემს ფიქრებს სიკეთესა და სათნოებაზე, ოცნებებზე, რომელთაც რეალობა ამსხვრევს. მისი ლექსები დააფიქრებს მკითხველს ადამიანის დანიშნულებაზე და ჩაახედებს სულის უჩინარ ხვეულებში.

ელისო წარმატებული, წიგნიერი და აქტიური გოგონაა, შესანიშნავად ფლობს პრეზენტატორის უნარებს, არის არაერთი კონკურსის გამარჯვებული. წარმატებებს ვუსურვებთ მას და კიდევ ბევრი მწვერვალის დაპყრობას“ - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203